სტიქია და დეზინფორმაცია
შოვში დატრიალებული ტრაგედიის პირველივე დღიდან მედიაში ყალბი ახალი ამბები ვრცელდებოდა - აცხადებენ სახელისუფლებო პარტიაში და განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. ყალბი ამბებით შექმნილ პრობლემას პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საკითხები დაასახელა, რომელთა გარშემოც, მისი თქმით, ცალკეული მედიასაშუალებები და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეგნებულად სპეკულირებდნენ.
