ვითარება ფრონტის ხაზზე
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულმა არმიამ ქალაქ ნიკოპოლს ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ჭურვებმა ეკლესია და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. დაიღუპა 18 წლის მამაკაცი. არიან დაშავებულები. პარალელურად, ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროები კონტრიერიშს განაგრძობენ. გენშტაბის მონაცემებით წუხელ 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
