ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
