15 წელი გიორგი ანწუხელიძის მკვლელობიდან
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა, ის განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს და მოკლეს. აგვისტოს ომის გმირი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა .
