რომის პაპის სამძიმარი
რომის პაპი საქართველოსა და სლოვენიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულებისთვის ლოცულობს. პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ სულიერად გვერდით უდგას დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მათ დახმარება აღმოუჩინა. რომის პაპმა თავის ლოცვაში შოვში მომხდარი მეწყრისა და სლოვენიის წყალდიდობის შედეგად დაღუპულები მოიხსენია. სლოვენიაში დამანგრეველ სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.