თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ასევე, პატივი მიაგო ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და პირადად შეხვდა ჯარისკაცების ოჯახის წევრებს. სოფელი ცეცხლაურიდან აგვისტოს ომს 5 ჯარისკაცი შეეწირა.
