ალვანში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
ალვანში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. კახეთის გუბერნატორის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცები ანწუხელიძის სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს. გადაიხადეს მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც. 9 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა, ის განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს და მოკლეს.
