2008 წელს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი
ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომის გმირების სახელზე აგებულ ტაძარში. პანაშვიდს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი გაიხსენეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით აშენდა.
