დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამებაში
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს სამების საკათედრო ტაძრაში. პატრიარქის მოსაყდრემ სასულირეო პირებთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინდა და მრეველს უწმინდესის მიმართვა გააცნო. ილია მეორის სახელით გავრცელებულ ტექტსში ნათქვამია, რომ „ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას“. უწმინდესი მრევლს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პანაშვიდის შემდეგ მეუფე შიომ ომში დაღუპული ქართელი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ გმირობაზე გაამახვილა ყურადღება.
