ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს დღეს თავდაცვის მინისტრი პირადად შეხვდა
15 წლის წინ საქართველოში განვითარებული მძიმე მოვლენების გახსნება ყველაზე მეტად უჭირთ ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს. მათ დღეს პირადად შეხვდა თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდში შეკრებილებს სამძიმარი გამოუცხადა, მანამდე კი 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა განაცხდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
