რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. აგვისტოს ომის გმირებს ქვეყნის მასშტაბით იხსენებენ. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მეომრიალი გვირგვინით შეამკო პრემიერ-მინისტრმა და ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა აგვისტოს ომის მძიმე დღეები, მწვავედ გააკრიტიკა სააკაშვილის ხელისუფლება და თქვა, რომ 2008 წელს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას მთავრობის მეთაურმა ახსენა ღალატი და აქცენტი გააკეთა დღევანდელი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე.