აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ბედოიძემ და მინისტრის მოადგილეებმა, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სამინისტროს ეზოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულ სამართალდამცველთა გმიროაბზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, 2008 წლის ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.
