ომის დაწყების თარიღი
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში კვლავ სადავოა ომის დაწყების თარიღი. ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავს პოლიტიკოსები წელსაც 7 და 8 აგვისტოს აღნიშნავენ. როდის შემოიჭრა რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში, ვინ დაიწყო ომი, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება - ეს კითხვები წელსაც დაისვა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დღეს აღამასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგნლები იმყოფებოდნენ. მათ შორის არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელიც მუხათგვერდში გუშინ მივიდა. 7 აგვისტოს გავიდა ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციაც.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები