15 წელი აგვისტოს ომიდან
ომში დაღუპულ გმირებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იხსნებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. მუხათგვერდში დილიდან იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და დეპუტატებმა. გაიხსნეს აგვისტოს ომის მძიმე შედეგები და ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები