15 წელი აგვისტოს ომიდან
15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ქვეყანა რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და შეკრებილები არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება მუხადგვერდის სასაფლაოზე, სადაც პატივი მიაგო გმირთა მემორიალს. ასევე ადგილზე იმყოფებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. რაც შეხება აგვისტოს ომის შედეგებს: 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.
