გეოლოგების დასკვნა - შეფასებები
გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის სურათი თითქმის აღდგენილია. დოკუმენტის მიხედვით, მყინვარ „ბუბის“ კლდე-ზვავის ჩამოშლიდან, დამანგრეველი ღვარცოფის წარმოქმნას და შოვამდე მიღწევას 8-10 წუთი დასჭირდა. რატომ გამორიცხავენ წყლის დაგუბებას ის ექსპერტები, რომლებიც ვითარებას ადგილზე ვერტმფრენიდან გაეცნენ და როგორია სახელმწიფოს სამომავლო გეგმა გამაფრთხილებელი ობიექტების განთავსებაზე
