ვითარება სტიქიის ზონაში
მაშველები, ჯარი, კინოლოგები და ექიმები სტიქიის ზონაში მუშაობას 24 საათის განმავლობაში, ურთულეს პირობებში განაგრძობენ. შოვში ათასამდე ადამიანია მობილიზებული. ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და სპეც-აღჭურვილობა. პროცესში ჩართულია ავიაცია.
