საქართველოში გლოვის დღეა
მეხუთე დღე შოვის ტრაგედიიდან. საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი, პრეზიდენტის რეზიდენცია და სხვა სახლმწიფო უწყებები - მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ყველა მოქმედ ტაძარში სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
