აშშ-ის საელჩოს განცხადება
რუსეთ-საქართველოს ომის მეთხუთმეტე წილისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალჩომ. დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს რომ „რუსეთის საქართველოში შემოჭრის მეთხუთმეტე წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
