ეროვნული მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი განმარტება გაკეთდა
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურია განთავსებული, მათგან 20, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარეობს. მისივე ინფორმაციით ეროვნული მონიტორინგის სისტემების აღდგენა 2014 წლიდან დაიწყო, რადგან გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე დაკვირვების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად სრულად მოშლილი და განადგურებული იყო.
