ვითარება შოვში
ქვეყანა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს , პარალელურად სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. უკვე მოხერხდა კალცის წყალთან მისვლა და სამძებრო პროცესის დაწყება. არის ვარაუდი, რომ სამ აგვისტოს, სტიქიის დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე დამსვენებლები იმყოფებოდნენ და შესაძლოა დაკარგულთა ნაწილიც სწორედ აქ აღმოჩნდეს. სამუშაოებს ართულებს სტიქიის დროს ჩამოსული მიწის მასა , რომელმაც კურორტი ფაქტობრივად გაანადგურა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
