შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა
პრემიერ მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თქვა, რომ შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა სტიქიის პირველ დღეს ჩატარებულ სამუშაოებსა და სალიკვიდაციო პროცესზე , რომელიც შოვში მეხუთე დღეა აქტიურად გრძელდება.
