უკრაინის კონტრიერიში
უკრაინის მიერ ჩონკარსკისა და გენიჩესკის ხიდებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა, კონტრიერიშების ფარგლებში, უკრაინის ფართო სტრატეგიის ნაწილია - წერს ომის კვლევის ინსტიტუტი. ახლადგამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი ორი საკვანძო ხიდის დაზიანება რუსულ შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს, რადგან მათ, აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული მოკლე საგზაო მარშრუტების ნაცვლად, დასავლეთის მიმართულებიდან, შემოვლითი გზით სარგებლობ მოუწევთ.
