რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰერო თავდაცვის სისტემამ, მოსკოვის ოლქის მოსაზღვრე კალუგის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინგორმაციას კალუგის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ტელეგრამ არხის მეშვეობით ავრცელებს. მისი თქმით, დრონის ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. უკრაინას რუსეთის მიმართულებით დრონის გაშვებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.