ომბუდსმენი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
უკანონო განგრძობადი ე.წ. ბორდერიზაცია აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგაც და ომის შედეგების გავლენა მოსახლეობაზე. სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ლევან იოსელიანი გუგუტიანთკარის მოსახლეობას შეხვდა. სოფელში სასაზღვრო ხაზის გავლების უკანონო პროცესის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები მოჰყვა.
