შარლ მიშელის განცხადება
„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და ნატოს გზა აირჩია“, - აცხადებს შარლ მიშელი.
