დეზინფორმაციული კამპანია კახა კალაძის წინააღმდეგ
სამ აგვისტოს, რა დროს დატოვა კახა კალაძის ოჯახმა კურორტი შოვი - საზოგადოებაში გავრცელებული არაერთი ვერსიის გასარკვევად და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „ქრონიკამ“ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ადმინისტრაციისგან კამერების ჩანაწერი ოფიციალურად გამოითხოვა. სასტუმროს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილებით სამ აგვისტოს, 14:08 საათზე ტოვებენ. ამ თემაზე დღეს თბილისის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, მანამდე კი დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები