გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა
რამ გამოიწვია სტიქია რაჭაში, შეიძლებოდა თუ არა მისი პროგნოზირება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად - ამ კითხვებს პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულმა წინასწარმა დასკვნამ გასცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამ აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ერთმანეთს სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენები დაემთხვა, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია - ასეთია გეოლოგების პირველადი შეფასება. დასკვნის თანახმად, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბუბისწყლის ხეობაში წყალი ხანგრძლივად არც სტიქიის განვითარებამდე და არც პროცესში არ შეგუბებულა.
