სამძებრო სამუშაოები
სამ აგვისტოს შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე გამოძიება დაიწყო. მოკვლევა ორი მუხლით მიმდინარეობს - 116-ე სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 240-ე, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის კომენტარიდან გახდა ცნობილი. თემურ მღებრიშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მეხუთე დღის შესახებ ისაუბრა.
