ვითარება შოვში
სტიქიის ზონაში ძებნის არეალი გაფართოვდა. გაიზარდა მძიმე ტექნიკის რაოდენობაც. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 85 სხვადასხვა ტიპის ტექნიკური საშუალება. სპეციალური ტექნიკა, შვიდ პრიორიტეტულ მიმართულებაზეა გადანაწილებული. მძიმე ტექნიკა მუშაობს როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, გაგანიერებისა და გაწმენდის მიზნით. მაშველები იმყოფებიან კალცის წყლის ტერიტორიაზეც.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
