გლოვის დღე
დღეს გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკლესიაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან. 7 აგვისტოს 14:00 საათის მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 14 იდენტიფიცირებულია. 16 დაკარგულს კვლავ ეძებენ. სახელმწიფო დროშები 8 აგვისტოსაც დაეშვება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგების ნიშნად.
