ხანძარი პორტუგალიაში
პორტუგალიაში ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხანძარი კაშტელუ-ბრანკუს ტყის მასივს გაუჩნდა და 7 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ათასზე მეტი მეხანძრე და თვითმფრინავები იყო ჩართული.
