ჯუთის გზის რეაბილიტაცია
ჯუთის საავტომობილო გზაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვრცლად ისაუბრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ. პაპუნა გამყრელიძის თქმით, ამ გზის ცალკეულ უბნებზე სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი, ხოლო 2022 წლის ბოლოს ჩატარდა პირველადი კვლევები. მისივე განმარტებით, საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა დასრულდა და უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება.
