გლოვა საქართველოში და „ნაცმოძრაობა“ რესტორანში
„ნაცმოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან ანთაძეს განმარტების გაკეთება მოუხდა მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში წვეულების სუფრას უკავშირდება. ლევან ანთაძემ განმარტა, რომ ბავშვის ნათლობა აღნიშნეს. რესტორანთან სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
