კოტეჯები შოვში
პრესკონფერენციაზე კითხვა დაისვა კოტეჯების ადგილმდებარეობაზეც. განიმარტა, რომ კოტეჯები შოვში გასული საუკუნის 60-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში მას შემდეგ გაშენდა, რაც მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს. მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით, სტიქიისგან განადგურებული კოტეჯები მდინარის ყოფილ კალაპოტში იდგა, დღევანდელი კალაპოტი კი, კოტეჯების მოპირდაპირედ მიედინებოდა. როგორც სპეციალისტი ამბობს, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მასშტაბური მასა მდინარის ახალმა კალაპოტმა ვერ გაატარა და ამიტომ ის მდინარის ძველ კალაპოტში - კოტეჯების ტერიტორიაზე წავიდა, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია. კითხვაზე, რატომ გაბედეს ამ ტერიტორიაზე კოტეჯების აშენება, გეოლოგი ამბობს, რომ 100-წლოვანი ისტორიით, მასშტაბური ღვარცოფის გავლა ამ მდინარეში არასდროს ყოფილა, რამაც, სავარაუდოდ, მშენებლებს უსაფრთხოების თაობაზე თავის დროზე ეჭვებიც არ გაუჩინა.
