ქრონიკამ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ Sunset Shovi-ს ტერიტორიის დატოვების ვიდეომასალა მოიპოვა
თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ იმ ვიდეოკადრებზე ისაუბრა, რომელიც „ქრონიკამ“, საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ოფიციალურად გამოითხოვა. საუბარია სასტუმრო „სანსეტ შოვის“ კამერების ჩანაწერებზე. მასალა ასახავს კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს დატოვების პერიოდს. ეს არის 3 აგვისტო, 14:08 საათი. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილებით ტოვებენ.