გლოვის დღე
ქვეყანა შოვში ტრაგიკულად დაღუპულებს გლოვობს. ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამ დროის მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 14 იდენტიფიცირებულია. 16 დაკარგულს კვლავ ეძებენ. სახელმწიფო დროშები 8 აგვისტოსაც დაეშვება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგების ნიშნად.
