სტიქია ავსტრიაში
წყალდიდობას და მეწყერს უმკლავდება ავსტრია. კარინტიის პროვინციაში, დაახლოებით 80 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ვრცელდება ცნობა ორი დაღუპულის შესახებ. ჩახერგილია გზები, დატბორილია სახლების სარდაფები და პირველი სართულები. მეწყერი მთის ფერდობზე ჩამოწვა. სტიქიასთან საბრძოლველად მაშველებთან ერთად მობილიზებულია არმია.