ტრაგედია რაჭაში - სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს დილით ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ადგილზე გაეცნენ
სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს დილით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართელი პარტიის გენერალური მდივანი გაეცნენ. ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე შოვში სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სპეციალური განათების საშუალებით გვიანობამდე გაგრძელდება. სტიქიის ზონაში გადასაადგილებლად მოწყობილია დროებითი ხიდი და გზები, რომელიც ცოცხალ ძალას სასტუმრო „სანსეტ შოვისა“ და კოტეჯების ტერიტორიასთან აკავშირებს.
