ჯარისკაცები სამძებრო სამუშაოებში
სტიქიის ზონაში მობილზიებულია ასამდე ერთეული მძიმე ტექნიკა. გადასაადგილებლად გაშლილია საფეხმავლო ხიდი. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ორი ასეული. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აღჭურვილინი არიან შესაბამისი ინვენტარით, რაც სამძებრო - სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მნიშვნელოვანია. სტიქიის ზონაში ჯარის მუშაობას პირადად უწევს კონტროლს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
