წყალდიდობა სლოვენიასა და ავსტრიაში
სლოვენიაში კოკისპირული წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის ორი ჰოლანდიელი მთამსვლელია. სტიქიის შედეგად მინიმუმ სამი ხიდი ჩაინგრა, დაზიანდა გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
