ტყის ხანძარი კანადაში
თითქმის ერთი კვირაა კანადელი მაშველები ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბრიტანულ კოლუმბიაში, მდინარე ადამსის მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს. სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ვერტმფრენები არიან ჩართულნი . ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს.