შავ ზღვაში უკრაინული მხარის მიერ რუსულ ტანკერზე თავდასხმას ამერიკული გამოცემა "პოლიტიკო" ეხმაურება
„ტანკერზე დრონებით მიტანილი იერიშის შემდეგ კიევის ნაბიჯები ახლა კიდევ უფრო აშკარაა და იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინა მზადაა მოსკოვის ნავთობისა და საწვავის უმნიშვნელოვანესი გადაზიდვები შეაფერხოს“. ნათქვამია სტატიაში. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქერჩის მახლობლად რუსულ ტანკერზე თავდასხმა ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გააქტიურებაზე მიუთითებს. პოლიტიკო ასევე წერს, რომ უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი გაეროს შუამავლობით მიღწეულ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა და უკრაინის პორტებზე შეტევა დაიწყო.