სამძებრო-სამაშველო სამუშაოები
სამძებრო - სამაშველო სამუშაოები სპეციალური განათების საშუალებით გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. სწორედ გუშინ მოხერხდა სტიქიის ეპიცენტრში მძიმე ტექნიკის შეყვანა , მანამდე მოეწყო დროებითი ხიდი და გაიჭრა გზები სანსეტ შოვისა და კოტეჟების ტერიტორიაზე მისასვლელად. მიმდინარე სამუშაოებში პირადად არიან ჩართულნი მთავრობის წარმომადგნლები , ეპიცენტრში შესვლის უფლება მიეცა მედიას.
