7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ დღეს, ღამის თორმეტი საათიდან, 8 აგვისტოს ღამის 12 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოში დატრიალებული ტრაგედია, მსოფლიო ყრადღების ცენტრშია, მეგობარი ქვეყნების პირველი პირებისგან სამძიმრის წერილები, ამ დრომდე არ წყდება.
