შალვა პაპუაშვილი, საინფორმაციო სააგენტო "მთის ამბების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
სააგენტომ სოციალურ ქსელში სტიქიის ეპიცენტრიდან ფოტო გამოაქვეყნა და დაურთო წარწერა, რომ მამა, რომელიც ოჯახის წევრებს ეძებს, პასუხს ელოდება და მასთან ამ დრომდე არავის უსაუბრია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფოტოზე ასახულ პირს ის პირადად შეხვდა და ესაუბრა კიდეც.
