მეწყერი შოვში
შოვში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს სრულად ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი. მისი თქმით, ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და დასკვნაც უახლოეს დღეებში იქნება. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გეოლოგებს ნავარაუდები ჰქონდათ მდინარე ბდღვიორაზე ღვარცოფები, გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ ეს მდინარე სტიქიის ზონიდან კილომეტრ ნახევარი დაშორებით მებარეობს და არის მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადი. მისი განმარტებით, ამ მდინარეზე წელიწადში სამჯერ ფიქსირდება ღვარცოფული მოვარდნები, მდინარე ბუბაზე კი ღვარცოფი არცერთხელ დაფიქსირებულა.
