შოვში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთო
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურა აზარაშვილი.
