ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის განცხადება
სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფულის შეგროვების საჭიროება არ დგას - ამის შესახებ განცხადებები დღეს ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა გააკეთეს. ფულის შეგროვების ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნის. კობახიძე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინის დახმარებაზე. ასეთ სპეკულაციას კობახიძემ გამაოგნებელი უწოდა.
