კლიმატის ცვლილება
ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში, დღემდე აღნუსხულ მონაცემებთან შედარებით, უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ კვლევაში. კვლევის თანახმად, ოკეანეების ტემპერატურა მიმდინარე კვირაში 21 გრადუსი იყო, რაც ამ დროის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. სპეციალისტები აღიშნავენ, რომ ოკეანის ტემპერატურის მატებას ასევე შეუძლია, დააჩქაროს მყინვარების დნობა, რომლებიც მიედინება ოკეანეში, რაც ზღვის დონის მატებას გამოიწვევს.
